"პირველების" ინფორმაციით, სპეცრაზმელების ფორმა ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორის რაზმის წევრებს მოარგეს
ხელისუფლებას რესურსები ელევა. "პირველების" მოპოვებული ინფორმაციით, სპეცრაზმელების ფორმა გადააცვეს და დღეს რუსთაველზე ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორის ძალოვანები გაჰყავთ. ახლა, ძალა-გამოცლილ ხარებას რაზმებს, შინჯიკას ძალოვანები დაეხმარებიან. ისინი ამ დროისათვის უკვე თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან. იქვეა მობილიზებული პოლიციაც.
სპეცრაზმელებს "პირველებმა" ჰკითხა, მივიდა თუ არა ადგილზე შინჯიკაშვილის რაზმი და შერიგდნენ თუ არა ის ხარება, თუმცა ისინი კითხვებს არ პასუხობენ.
თავისუფლების მოედანზე გამოჩნდა ზვიად ხარაზიშვილიც. "პირველებმა" კითხვის დასმა ხარებასთვისაც სცადა, თუმცა მასთან მიახლოების საშუალება მედიას სამარტალდამცველებმა არ მისცეს.