მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 5 ნოემბრიდან, 3 თვის განმავლობაში, გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი თქმით, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან სამი თვის განმავლობაში მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან სამი თვის განმავლობაში, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”, - ნთქვამია ინფორმაციაში.