ფიზიკური ანგარიშსწორება ქაღალდის თვითმფრინავის სროლის გამო - “პირველებს“ სკოლაში მომხდარის ახალ დეტალებზე უყვებიან
თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ “პირველებს“ დამატებით ინფორმაციას აწვდიან.
წყარო, გვატყობინებს, რომ 16 წლის მოზარდებს შორის დაპირისპირება ნამდვილად საგანმანათლებლო პროცესის დროს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მეორეს სათამაშო თვითმფრინავი გაარტყა.
კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირება საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
“სიტყვიერი შელაპარაკება სკოლის გარეთ გაგრძელდა, სადაც იგივე მოზარდი თანაკლასელს ფიზიკურად გაუსწორდა” - აცხადებს პირველების წყარო.
შსს-ში “პირველებს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, ფაქტზე ერთი პირია მხილებული.
ინფორმაცია, რომ ქაღალდის თვითმფრინავის სროლის გამო 16 წლის ბიჭს სცემეს, პირველებმა დღეს, 3 ნოემბერს გაავრცელა.