ვიდრე დიქტატურის ეს ხაზი იქნება, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ გვაქვს - ბარამიძის ადვოკატი

03.11.26 22:24
ვიდრე დიქტატურის ეს ხაზი იქნება, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ გვაქვს - ბარამიძის ადვოკატი

გიორგი ბარამიძის ადვოკატს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს. როგორც ბექა ბასიალაი ამბობს, პროპაგანდის ამოცანაა, რომ საბოლოო ჯამში განაჩენიც დააყენონ.

უფლებდამცველის თქმით, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ბარამიძის განაჩენი არ არსებობს, “ოცნების“ დეპუტატი, არჩილ გორდულაძე ბარამიძის საქმეს საკონსტიტუციოს სარჩელის არგუმენტად იყენებს.

ვიდე ეს ხაზი იქნება დიქტატურის, ბუნებრივია, რამე სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ გვაქვს, - ამბობს ბექა ბასილაია.

რა დინამიკითაც დღეს საქმე მიდის, ბუნებრივია, პროპაგანდის ამოცანაა, რომ საბოლოო ჯამში განაჩენიც დააყენონ. ამის პირდაპირი ინდიკატორი იყო არჩილ გორდულაძის სასამართლოში გამოსვლა, სადაც, ჯერ კიდევ გამოძიებაში იყო საქმე, თუმცა საკონსტიტუციო სარჩელის არგუმენტად მოიყვანა გია ბარამიძის საქმე, თითქოს უკვე გამტყუნებული იყოს, განაჩენი იდოს და ა.შ. დღეს როდესაც აღკვეთის გახანგრძლივებაზე იყო საუბარი, აღკვეთის საფუძველი იყო, ნუ ახლა ბარამიძემ რა უნდა ჩაიდინოს, მოწმეზე ზემოქმედება არ მოახდინოს, არ მიიმალოს და ა.შ. პროკურორები ამბობდნენ, რომ მოწმეებზე ზემოქმედება რ მოახდინოსო და მოწმეები ვინ არიან, მაგალითად გენერალი კობალაძე, გოგა ხაინდრავა, მათზე მოახდენს გავლენას გია ბარამიძე? ამბობენ, რომ იცით რა, ეს მოწმეები ვიდრე არ დაიკითხებიან, მანამდე სახიფათოა გიას გარეთ ყოფნა. ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება ამ ფორმაში, რაშიც დღეს არის და ეს ხაზი იქნება დიქტატურის, ბუნებრივია, რამე სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ გვაქვს და თუ ესენი გავისტუმრეთ, მაშინ საბოტაჟის მუხლით ვიცით ვინც გასამართლედებიან, - ამბობს ბექა ბასილაია. 

მსგავსი სიახლეები