კიდევ უფრო მეტი ილაპარაკოს ჩემზე - გახარია ღარიბაშვილს პასუხობს
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მის ბრალდებებს უპასუხოდ დატოვებს.
"კიდევ უფრო მეტი ილაპარაკოს ჩემზე, მე არაფერს არ ვუპასუხებ", - თქვა გახარიამ ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია გააკრიტიკა და ღალატში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ღარიბაშვილმა ხაზი გახარიას რუსულ წარსულს გაუსვა.