როგორ შეარჩია ივანიშვილმა ყაველაშვილი პრეზიდენტის კანდიდატად? - რა ხდებოდა "ოცნებაში"
როგორ შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატად? - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სანამ დღის წესრიგში უდიპლომო დეპუტატის პრეზიდენტად დასმა გადაწყდებოდა, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, არაღიარებული მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მოქმედი მერია, კახა კალაძის კანდიდატურა შესთავაზა.
კობახიძის არგუმენტი იყო, რომ კალაძეს მერობის ვადა ეწურება და ხალხშიც "ოცნების" სახეებს შორის ყველაზე მეტი მოწონების მაჩვენებელი აქვს.
როგორც წყარო "შაბათის ეთერთან" ამბობს, ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს უთხრა, რომ "მოიფიქრებდა".
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, რამდენიმე დღეში გამართულ შეხვედრაზე ოლიგარქმა კობახიძეს უთხრა, რომ "მისი რჩევა გაითვალისწინა და კანდიდატად ფეხბურთელის დასახელება გადაწყვიტა", ოღონდ ეს არა კახა კალაძე, არამედ მიხეილ ყაველაშვილი იყო.