"ოცნებამ" მოროდიორობა დააბრუნა - სპეცრაზმელები ნაცემი მომიტინგეების ძარცვაში ამხილეს

14.12.24 22:51
"ოცნებამ" მოროდიორობა დააბრუნა - სპეცრაზმელები ნაცემი მომიტინგეების ძარცვაში ამხილეს

 

გაძარცვულია ათობით საქართველოს მოქალაქე - პროევროპულ აქციაზე დაკავებულები გამაოგნებელ ისტორიებს ჰყვებიან. საქართველოს მოქალაქეები სპეცდანიშნულების რაზმს წამებასთან ერთად ძარცვაში ადანაშაულებენ. 

ყველა ისტორია "შაბათის ეთერმა" შეაგროვა. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ ცემის შემდეგ მათ ივანიშვილის ომონი ძარცვავდა. მათი თქმით, ხელისუფლებამ რუსი მაროდიორების წესი 2024 წელს აამოქმედა. 

დაკავებულებს ართმევდნენ ტანისამოსს, სამკაულებს, ძვირადღირებულ საათებს, ტელეფონებს. 

ეს ყველაფერი არ არის, სასტიკად ნაცემი მოქალაქეები ისხენებენ, რომ სიკვდილამდე მიყვანილებს, ნიღბიანები ფოტოებს უღებდნენ და სავარაუდოდ გდდ-ის შეფს, "ხარებას" უგზავნიდნან. 

 

მსგავსი სიახლეები