ესტონეთმა ირაკლი კობახიძე დაასანქცირა - შავ სიაშია კიდევ 13 მაღალჩინოსანი
სანქცირებულია ირაკლი კობახიძე. იერიში რეჟიმის პრემიერ-მინისტრზე ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მიიტანა. ესტონეთმა კობახიძესთან ერთად სანქციები ქართველი ხალხის დარბევასა და წამება პასუხისმგებელ კიდევ 13 პირს დაადო. ამის შეასხებ მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელში დაწერა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ევროკავსირის წევრ ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდა.
ესტონეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წევრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. საქართველოს პხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის დანაშაულებრივი და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ.
მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ, - წერს სოციალურ ქსელში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა.