"ოცნებამ" ადმინისტრაციულ კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც პოლიცია შეძლებს, პირი პრევენციულად დააკავოს

15.12.24 14:10
"ოცნებამ" ადმინისტრაციულ კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც პოლიცია შეძლებს, პირი პრევენციულად დააკავოს

ოლიგარქის რეჟიმმა მოქალაქე მხოლოდ იმის გამო შეიძლება დააკავოს, რომ შემთხვევით მან სამართალდარღვევა არ ჩაიდინოს. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეაქვთ. გარდა ამისა, ირკვევა, რომ დაკავების საფუძვლებიც ფართოვდება. მალე პოლიციას შეეძლება პირი მხოლოდ იმის გამო დააკავოს, რომ სასამართლოში დროულად მიიყვანოს. 

ასევე, ნებდართული ხდება, ქუჩაში ნებისმიერი ადამიანის გაჩერება, გაჩხრეკვა და საბუთების ჩამორთმევა.

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომმ ე.წ პრევენციული დაკავების შემოღება უკიდურესად სახიფათოა. მისი თქმით, პოლიცია კანონს რეჟიმის მოწინააღმდეგეების მიმართ გამოიყენებს.

გამკაცრდა ბევრი სანქცია იმ მუხლებზე, რომელიც გამოიყენება ხოლმე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. გაიზარდა ჯარიმების ოდენობა სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის და ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო ცვლილება, რომელიც განხორციელდა, ეხება ადმინისტრაციული დაკავების საფუძვლებს. მათ შორის არის ერთ-ერთი საფუძველი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება, სამართალდარღვევა არ იყოს ჩადენილი, მაგრამ პოლიციამ პირი პრევენციულად დააკავოს ან დააკავოს იმიტომ, რომ ივარაუდოს, რომ ამ პირმა შეიძლება, სამართალდარღვევა ჩაიდინოს. ეს არის სრული აბსურდი. მიზანი არის რეპრესიული ზომების კიდევ უფრო მეტად გავრცელება მშვიდობიან დემონსტრანტებზე, - ამბობს ქურდოვანიძე. 

მსგავს ცვლილებებს საბჭოურს უწოდებს ადვოკატი ზვიად კორძაია. მისი თქმით, მსგავსი კანონები ისეთ ქვეყნებშია აპრობირებული, როგორიც, მაგალიტად ბელარუსია. იურისტი ამბობს, რომ აღნიშნული კანონი მიმდინარე პროცესებზე საბოლოოდ გავლენას მაინც ვერ იქონიებს, თუმცა უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე.  

მისაღები და უფრო ახლოს არის იმ ტიპის მმართველობასთან, რომელსაც ავტორიტარიზმი, დიქტატურა, კონტროლის დამყარება, პოსტსაბჭოთ სივრცეშ, მაგალიტად, ასეთია ბელარუსი, სადაც შეიძლება ასეთი რამ მოქმედებდეს. ეს არის საბჭოთა მოდელები, რომელიც გამოცდილია თავის დროზე დროში და ახლა არც ამის დროა, არც ამის საშუალებაა, რომ ამან დიდხანს და წარმატებით იმუშაოს. იმუშავებს ლოკალურად ვირაცეებმე, იმუშავებს ცუდად ქვეყნის იმიჯზე, მაგრამ ეს ამ პროცესებზე საბოლოოდ ზემოქმედებას მაინც ვერ მოახდენს, - ამბობს ზვიად კორძაძე.  

მსგავსი სიახლეები