კალასი: "ჩვენ ასევე განვიხილეთ ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ"

16.12.24 20:36
კალასი: "ჩვენ ასევე განვიხილეთ ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ"

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღევანდელ საბჭოზე მშივოდბიანი პროტესტის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში მხილებული ქართველი მაღალჩინოსნებისთვის ინდივიდუალური სანქცირების საკითხი განიხილეს. 

საქართველოში სიტუაცია მოსახლეობისთვის პოზიტიური მიმართულებით ნამდვილად არ მიდის. ხდება ოპოზიციაზე წნეხი, მედიის თავისუფლების შეზღუდვა. ჩვენ უკვე შევკვეცეთ დაფინანსება და პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან.

ჩვენ განვიხილეთ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას, გადავამისამართებთ დახმარებას, რომელსაც ვუწევდით ხელისუფლებას და გადავცემთ ამ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას. როგორც სირიაში, სირიელებმა უნდა გადაწყვიტონ, ისე საქართველოში - საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რა მომავალი ექნებათ მათ", - განაცხადა კალასმა. 

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა - ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.  

მსგავსი სიახლეები