EU "ოცნების" დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალური პირებისთის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა

16.12.24 20:07
EU "ოცნების" დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალური პირებისთის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა - ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა. 

განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიფინგზე გააკეთა და თქვა, რომ კომისია წინადადებას ამ წელსვე წარადგენს.

კაია კალასის ცნობითვე, დღევანდელ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ტარგეტირებული სანქციების დაწესებაც განიხილეს, თუმცა პროცესი სლოვაკეთმა და უნგრეთმა დაბლოკა.

საქართველოში სიტუაცია მოსახლეობისთვის პოზიტიური მიმართულებით ნამდვილად არ მიდის. ხდება ოპოზიციაზე წნეხი, მედიის თავისუფლების შეზღუდვა. ჩვენ უკვე შევკვეცეთ დაფინანსება და პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან.

დღეს შევთანხმდით, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს შევუწყვიტოთ უვიზო რეჟიმი და კომისია წინადადებას ამ წელსვე წარადგენს. და ჩვენ ასევე განვიხილეთ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას, გადავამისამართებთ დახმარებას, რომელსაც ვუწევდით ხელისუფლებას და გადავცემთ ამ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას. როგორც სირიაში, სირიელებმა უნდა გადაწყვიტონ, ისე საქართველოში - საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რა მომავალი ექნებათ მათ", - განაცხადა კალასმა. 

მსგავსი სიახლეები