ზუსტ ინფორმაციას გეუბნებით, პოლონეთი სანქციების დასაწესებლად ემზადება - ჯაფარიძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ესტონეთისა და ლიეტუვის გარდა, "ქართული ოცნების" ლიდერებისთვისა და ადამიანთა უფლებების შელახვაში ბრალდებული პირებისთვის სანქციების დაწესებას პოლონეთიც აპირებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცნობით, პოლონეთი გერმანიასა და საფრანგეთს ელოდება, რათა ვაიმარის სამკუთხედის სახელმწიფოებმა მშვიდობიან დემონსტრანტებზე მოძალადე და ევროპული მომავლის კურსის შემცვლელი პირები შავ სიაში ერთობლივად შეიყვანონ.
ამასთან, გია ჯაფარიძე იმასაც ამბობს, რომ "პოლონეთზე ბევრად მძიმე სანქციებისთვის მზად გერმანი არის".
ზუსტ ინფორმაციას გეუბნებით, რომ პოლონეთს ყველაფერი მზად აქვს. პოლონეთი ელოდება ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში გერმანიას და საფრანგეთს, რომ ეს ნაბიჯი გადადგან ერთობლივად. პოლონეთზე ბევრად მძიმე სანქციებისთვის მზად არის გერმანია.
დანარჩენი სახელმწიფოები ინდივიდუალურად შემოიღებენ სანქციებს ისე, რომ არ შეეხოს საქართველოს მოქალაქეებს. ეს ხალხი ამბობდა, აფრთხილებდა, ესენი აქ ღადაობდნენ, ღლაბუცობდნენ, მასხრად იგდებდნენ, საბოლო ჯამში მათ ეს შეეხოთ. ნუსხა იქნება კიდევ უფრო დიდი. შევლენ უკვე მინისტრის მოადგილეებიც, მთელი სახელმწიფო სისტემა იქნება სანქციების ქვეშ. ის ადამიანები, რომელიც ხელს უწყობენ დუმილით იმ სასაკლაოს, რაც რუსთაველის გამზირზე წინა დღეებში მოაწყვეს, ამ ადამიანებსაც შეეხებათ'', - ამბობს გია ჯაფარიძე.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა - ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.