"სანქციები გაგრძელდება და მოძალადე რეჟიმს ახალი არჩევნების დანიშვნა მოუწევს" - ნაცვლიშვილი

17.12.24 01:09
"სანქციები გაგრძელდება და მოძალადე რეჟიმს ახალი არჩევნების დანიშვნა მოუწევს" - ნაცვლიშვილი

"სანქციები გაგრძელდება და მოძალადე რეჟიმს ახალი არჩევნების დანიშვნა მოუწევს" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშილმა სტრასბურგიდან "ტვ პირველის" ეთერში გაანცხადა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დემოკრატიული ქვეყნები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები "საშიში და არასწორი ხალხი არიან, რის გამოც საკუთარ ტერიტორიაზე მათი  შეშვებაც კი არ უნდათ". 

"ახლა ვართ ვითარებაში, როდესაც ქვეყნას მართავენ საშიში, სტუმრადაც კი მიუღებელი ადამიანები" - აღნიშნავს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი. 

ძალიან მძიმე არის სანქციების შესახებ გადაწყვეტილება. ნორმალური დემოკრატიული ქვეყნები ამბობენ, რომ ეს ხალხი იმდენად საშიში და არასწორი ხალხია თავის ტერიტორიაზე მათი შეშვებაც კი არ უნდათ. ჩვენ ეს არასწორი, საშიშ ხალხი არა თუ ტერიტორიაზე დადიან, წყვეტენ ამ ქვეყნის და ხალხის ბედს. წარმოიდგინეთ რა უბედურებაა. ესტონეთი ამბობს, რომ სტუმრადაც არ უნდა ეს ხალხი და აქ ესენი ხელს აწერენ გადაწყვეტილებებს, რომელიც კრემლში მიიღება, მაგრამ ისინი აფორმებენ ამ ყველაფერს. ძალიან მძიმე არის საქართველოსთვის, რომ ამდენი ბრძოლის მოთმენის, გაჭირვების გადატანის შემდეგ, რომ როგორმე წინ წავსულიყავით და საქართველოს მოქალაქეს თავი ეგრძნო ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, ამის მაგივრად ახლა ვართ ვითარებაში, როდესაც ქვეყნას მართავენ საშიში, სტუმრადაც კი მიუღებელი ადამიანები. ყველანაირი დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ ენა ამოიწურა... სანქციები გაგრძელდება და მოძალადე რეჟიმს ახალი არჩევნების დანიშვნა მოუწევს'', - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

შეგახსენებთ, ესტონეთმა "ოცნების" მაღალჩინოსნები დაასანქცირა. საუბარია 14 პირზე, რომელთა შორის ირაკლი კობახიძეც მოხვდა.

ესთონეთის შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები ლიეტუვამაც დააწესა. ამ შემთხვევაში, საუბარია 20 პირზე, რომელთა შორის კობახიძე, "ოცნების" მაღალჩინოსნები და ის მოსამართლეები მოხვდნენ, რომლებმაც ნაწამები აქტივისტები უკანონო პატიმრობაში გაუშვეს.  

16 დეკემბერს კი ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.    

მსგავსი სიახლეები