კალაძე ამტკიცებს, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება "ოცნების" ლიდერებს პრობლემას ვერ შეუქმნის
"ოცნების" გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, შეაჩეროს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა, მათ პრობლემას ვერ შექუმნის. კახა კალაძე ამბობს, რომ ევროპაშ გადაადგილებას ჩეულებრივი პასპორტითაც შეძლებს.
ამასთან, დედაქალაქის მერი თავს ისევ პარტნიორებს ესხმის და ამტკიცებს, რომ მათ საქართველოში არეულობის გამოწვევა სურთ.
თქვენ არ ინერვიულოთ, ჩვეულებრივი პასპოსრტით შევძლებ გადაადგილებას. არანაირი პრობლემა არაა. თუ ვიზის აღება იქნება საჭირო, ეგეც არანაირი პრობლემა არ არის. ვინც არ არის თქვენს მოსაზრებაზე და ვინც არ იზიარებს თქვენს პოზიციას, ის არის აუცილებლად პრორუსი. 25 კი არა, ერთი სახელმწიფოც რომ იყოს, არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ბატონყმური დამოკიდებულება ჰქონდეს ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ. დღეს დასავლეთია, ვინც ცდილობს, ქვეყანაში არეულობა, დაპირისპირება გამოიწვიოს, ვინც აფინანსებს რადიკალურ დაჯგუფებებს, - ამბობს კალაძე.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად ვის შეეხება ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები.