ევროპა ივანიშვილის გარემოცვისთვის კარს ხურავს - არსებული ინფორმაციით, ახალ წლამდე "ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციებს კიდევ 7 სახელმწიფო დაუწესებს
ევროსაბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, გაერთიანების წევრები სანქხციების დაწესების საკითხზე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს იღებენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინფორმაციით, ახალ წლამდე, შესაძლოა, "ქართულ ოცნებას" ლიდერებს ინდივიდუალური სანქციები 7-მა სახელმწიფომ დაუწესოს.
ცნობილია, რომ ესტონეთისა და ლიეტუვის შემდეგ ეროვნული სანქციების პაკეტს განიხილავს ლატვია.
თინა ხიდაშელის შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, "ოცნების" მაღალჩინოსნებს ვიზის გრძელ რიგში მოუწევთ დგომა, საბოლოოდ კი მათ ვიზას არავინ მისცემს.
თუ ეს (სანქიები) მიბმული იქნება კონკრეტულ სიაზე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მიბმული იქნება, ეს რა თქმა უნდა პრინციპულად ცვლის ვითარებას. ასეთ შემთხვევაში, ეს ადამიანები როგორ პასპორტს აიღებენ, შეზღუდვა მათზე მუდმივად გაგრძელდება. ექნებათ თუ არა მათ წითელი, ლურჯი და შავი ამას არავიტარი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, დადგებიან ვიზის რიგში და ამ ვიზას არასდროს მიეცემენ.
სინამდვილეში, არავის აინტერესებს და არ აღელვებს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები სად იმოგზაურებენ. როდესაც ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, შენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს და არის უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური აქტი იმის თაობაზე რომ არ არსებობს პოლიტიკური ურთიერთობა ამ სახელმწიფოსთან.
ეს არის ტრაგედია ამ გადაწყვეტილებაში და არა ის, კალაძე მილანში რამდენჯერ ჩავა და ნაძვის ხესთან რამდენ სელფს გადაიღებს.
დაახლოებით 7 ქვეყანა არის მზადყოფნაში იმისთვის, რომ ლიტვისა და ესტონეთის მაგვარად დაიწყპს ეროვნული სანქციების გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ"- თქვა მან.
16 დეკემბერს ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას იმსჯელეს იმ ზომებზე, რომლებიც საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ უნდა შემოიღონ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილეს „ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირება, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის უკან დგას“.
ევროკავშირი შეთანხმდა, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდებათ.
„ეს პირველი ნაბიჯია, მაგრამ სიმბოლური“, - დასძინა მან.