უვიზო მიმოსვლის შეჩერება არის გზავნილი, რომ ევროკავშირი უპირატესობას ანიჭებს საქართველოს მოქალაქეებს - ჩხიკვაძე
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება არის გზავნილი, რომ ევროკავშირი უპირატესობას ანიჭებს საქართველოს მოქალაქეებს.
მისი თქმით, ეს ასევე გზავნილია, რომ ევროკავშირს აქვს მიუღებლობა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების კურსის.
ეს არის უპრეცედენტო, ეს ევროკავშირის მხრიდან არასოდეს ყოფილა. დიპლომატიური პასპორტის მქონე მოქალაქეებს შეუჩერდათ ეს შესაძლებლობა უვიზო მიმოსვლა ეს პირველი და მეორე ის, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს უფრო მეტი უპირატესობა აქვთ, ვიდრე დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რაც გარკვეულ წილად არის გზავნილი იმისა, რომ ევროკავშირი უპირატესობას ანიჭებს ორდინარულობას, საქართველოს მოქალაქეებს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავისი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. ეს არის გზავნილი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ, რომელიც ამბობს, რომ თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის. ეს არ არის ნორმალური იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ერთგვარი მიუღებლობა მათი მხრიდან და ძალიან სასაცილოა იმის თქმა, რომ ვიზების ადვილად მიიღებენ, არ მგონია, რომ ეს ასე მარტივად მოხდეს, როგორც მათ წარმოუდგენიათ", - ამბობს ვანო ჩხიკვაძე
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.