"ევროკავშირი "ოცნების" წარმომადგენლებს სასურველ პირებად არ აღიქვამს" - გიგიაძე
ევროკავშირში დიპლომატიური პასპორტის მფლობელი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე შეთანხმებას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე "უპრეცედენტო დატვირთვის მქონე გადაწყვეტილებად" აფასებს.
გიგი გიგიაძე "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ EU-ს მხრიდან მსგავსი ნაბიჯი დასტურია იმისა, რომ ევროკავშირი "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს არასასურველ პირებად აღიქვამს.
გადაწყვეტილებას აქვს დიდი პოლიტიკური დატვირთა, ამით ძალიან მკაფიოდ გვეუბნება ევროკავშირი, რომ საქართველოს ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები აღარ არიან სასურველი პირები ევროკავშირში. დიპლომატიური პასპორტისთვის უნდა მოითხოვონ ვიზა. ანუ, მათ მოუწევთ, შეიტანონ განაცხადი სამგზავრო ვიზის მისაღებად. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ნანახი ის დოკუმენტი, რომელიც უკვე შემუშავებული აქვს ევროკომისიას. დიპლომატიური პასპორტით ვერ მოხერხდება ჩანაცვლება იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებას სხვა დატვირთვა აქვს. ეს დატვირთვა არის ის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ აღიარებენ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირთა სტატუსს. ეს ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლების პირები არ არიან სასურველი პირები ევროკავშირში. ევროკავშირი არ აღიქვამს მათ სასურველ პირებად'', - ამბობს გიგი გიგიაძე.
ცნობისთვის, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.