ხაბეიშვილი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულებს: "ძალიან ღრმად გაქვთ შეტოპილი, ბიჭებო"

19.12.24 19:36
ხაბეიშვილი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულებს: "ძალიან ღრმად გაქვთ შეტოპილი, ბიჭებო"

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დიდი ბრიტანეთის მხრიდან "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირებაზე ბრიფინგი გამართა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გაერთიანებული სამეფოს მიერ "რუსული რეჟიმის წევრების დასანქცირება" უპრეცედენტო გადაწყვეტილებად შეაფასა და დიდ ბრიტანეტს ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა. 

"ძალიან ღრმად გაქვთ შეტოპილი, ბიჭებო" - მიმართა ხაბეიშვილმა სანქცირებულებს და იმედი გამოთქვა, რომ ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ერის მხარდაჭერას როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროკავშირი გააგრძელებს. 

რუსი ოლიგარქის რუსული რეჟიმის თავზე შავმა ღრუბელმა მოიყარა თავი და ჩვენ ვნახეთ დიდი ბრიტანეთის განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ე.წ. მინისტრი გომელაური, მისი მოადგილეებით, ხარაზიშვილით, მილერით არიან დასანქცირებულები და არიან ფინანსური მიმართულებით სანქცირებულები. კარგად უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქცია ნიშნავს, რომ მაგალითად გომელაურს ძალიან მალე ქართული ბანკებიც კი ვერ მოემსახურებიან და თუ სადმე რაიმე ქონება აქვს გადამალული, ამ ქონებაზეც ხელი აღარ მიუწვდებათ უახლოეს პერიოდში. ასევე, ამ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აშშ-თან კოორდინაციაში მოხდა ამ სანქციების გამოცემა, რაც ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ეს სანქციები გაგრძელდება და მათ შორის მინდა გავაფრთხილო ამ დროისთვის თანამდებობაზე მყოფი ადამიანები - კუპატაძე, სირაძე, მემანიშვილი, სხვადასხვა ძალოვანი უწყების და ე.წ. მაღალი თანამდებობის პირები, რომ ძალიან ღრმად გაქვთ ბიჭებო შეტოპილი და ძალიან მძიმე დღეები გელოდებათ და აუცილებლად მოხვდებით ამ სანქციების ქვეშ.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

დიდი ბრიტანეთი შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს.

სანქცირებულთა შორის არიან მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური.

მსგავსი სიახლეები