როთი დიდი ბრიტანეთის სანქციებზე: ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიბაძონ
გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და სხვა ძალოვანების დასანქცირებას ეხმაურება.
როგორც როთი სოციალურ ქსელში წერს, “ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიბაძონ [გაერთიანებულ სამეფოს]“.
გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიბაძონ [გაერთიანებულ სამეფოს],” - წერს როთი.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს.
სანქცირებულთა შორის არიან მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური.