ევროკომისია ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებით გამოვა - იოზვიაკი

20.12.24 09:56
ევროკომისია ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებით გამოვა - იოზვიაკი

"რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ევროკომისია წინადადებით გამოვა. 

ევროკავშირის ფინალური სამიტის პრესკონფერენციაზე კოსტას, ორბანისა და ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით, საქართველოზე არ უსაუბრიათ. ხვალ ევროპული კომისია წინადადებით გამოვა საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“ - წერს იოზვიაკი.

ცნობისთვის, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.      

მსგავსი სიახლეები