"პირდაპირი განაცხადია, რომ შენ ხარ ქვეყანა, რომელიც ადამიანებს აწამებს" - ხიდაშელი გომელაურის სანქცირებაზე
"პირდაპირი განაცხადია, რომ ქვეყანაში ადამიანებს აწამებენ" - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის და გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილისთვის, მირზა კეზევაძისთვის სანქციების დაწესებას.
თინა ხიდაშელის შეფასებით, გომელაურისა და კეზევაძის მაგნიტსკის სიაში შეყვანა მძიმე განაჩენია, რომელიც ერთს, დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ მოქმედებასა და ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევას ცხადყოფს.
ორი რამ, პირველი ის, რომ წრე ბიძინა ივანიშვილის გარემო ძალიან ვიწროვდება. ვახტანგ გომელაური უბრალოდ შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის, ის არის ამ მთავრობაში ყველაზე უფრო ახალი ადამიანი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის. როდესაც შს მინისტრის დასანქცირება ხდება, ეს არის პირდაპირ განაცხადი იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს აწამებენ, ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენება ისეთი ტიპის მეთოდები, რომლებიც მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით. შს მინისტრის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციები, განსაკუთრებით მაგნიტსკის ტიპის სანქციები, არის ძალიან მძიმე განაჩენი ასეთი ტიპის ხელისუფლებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ გავლაში არ ხარ დემოკრატიასთან. შენ ხარ ქვეყანა, რომელიც აწამებს", - ამბობს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა და მაგნიტსკის სიაში შეიყვანა.
ამასთან, 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არიან მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური.