სენატმა ჩეხეთის მთავრობას "ოცნებისთვის" სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართა
სანქციების ტალღა არ წყდება - ჩეხეთის სენატმა მიიღო დადგენილება და ჩეხეთის მთავრობას დაავალა, დაუწესოს სანქციები იმ პირებს, რომლებიც პროტესტის ძალადობრივ ჩახშობაში, ან ბრძანებების გაცემაში მონაწილეობდნენ.
ამასთან, ჩეხეთის სენატი მოითხოვს, სანქციები იმ მოსამართლეებზეც გავრცელდეს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას იღებენ.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა და მაგნიტსკის სიაში შეიყვანა.
ამასთან, 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არიან მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური.