"ნათლად მიუთითებს, თუ რა ბანაკში და რა წრეში იმყოფება თვითმარქვია ხელისუფლება" - ცისკარიშვილი გომელაურის დასანქცირებაზე

20.12.24 13:32
"ნათლად მიუთითებს, თუ რა ბანაკში და რა წრეში იმყოფება თვითმარქვია ხელისუფლება" - ცისკარიშვილი გომელაურის დასანქცირებაზე

"ნათლად მიუთითებს, თუ რა ბანაკში და რა წრეში იმყოფება თვითმარქვია ხელისუფლება" - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვახტანგ გომელაურისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ვერ უშველის, რადგან მისივე განმარტებით, ტრაპმი, პირველ რიგში, შტატების ინტერესების სადარაჯოზე იდგება. 

უნდა გვესმოდეს, რომ მაგნიტსკის სია არის ცალკე აღებული აშშ-ის კანონი, რომელიც ვრცელდება ისეთ ადამიანებზე, როგორებიც არიან, პირველ რიგში, ვინც არიან სერგეი მაგნიტსკის მკვლელები, კორუფციონერებზე, ტიბეტელ კომუნისტებზე, ნარკოტრაფიკის ბოსებსე და ახლა უკვე ჩვენს შს მინისტრზე და სხვა ინდივიდებზე. ეს ნათლად მიუთითებს, თუ რა ბანაკში და რა წრეში იმყოფება საქართველო, მისი თვითმარქვია ხელისუფლება. არანაირი ტრამპის მოსვლა მათ არ უშველით, რადგან ტრამპი იქნება, პირველ რიგში, შტატების ინტერესების სადარაჯოზე", -  ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

ცნობისთვის, 19 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა და მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. 

ამასთან, 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არიან მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური.

მსგავსი სიახლეები