დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

20.12.24 13:27
დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - ამ წუთებში გარეტ უორდთან შეხვედრა მიმდინარეობს. "პირველი არხის" ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება დიდი ბრიტანეთის მიერ შს მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირებას უკავშირდება.

ცნობისთვის, 19 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა და მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. 

ამასთან, 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არიან მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური.

მსგავსი სიახლეები