ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თქმით, მთავრობა დაჰპირდა „აგენტების კანონის“ ცვლილებას

20.12.24 13:44
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თქმით, მთავრობა დაჰპირდა „აგენტების კანონის“ ცვლილებას

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ"  ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შინაარსის შეცვლის პირობა მისცა. 

ალენ ბერსეს თქმით, ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ექსპერტებით დაკომპლექტებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც იმ ცვლილებების იდენტიფიცირებას მოახდენს, რაც კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს. 

მე მივიღე მთავრობის დაპირება იმის თაობაზე, რომ შეიცვლება ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შინაარსი. ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფს საქართველოსა და ევროპის საბჭოს ექსპერტების შემადგენლობით, მათ შორის, ჩაერთვება ვენეციის კომისია, რათა დააიდენტიფიციროს ის ცვლილებები, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში" - აღნიშნა ბერსემ. 

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. მან შეხვედრები ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძესთან, შალვა პაპუაშვილთან და ლევან იოსელიანთან გამართა. ალენ ბერსე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებსაც შეხვდა. ამასთან, დახურულ კარს მიღმა აუდიენცია მედიის წარმომადგენლებთან, მესამე სექტორთან და მშვიდობიან დემონსტრანტებთანაც გამართა.  

მსგავსი სიახლეები