"მაგდებურგში მომხდარი თავდასხმა საშინელი შეტევაა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ" - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მაგდებურგში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და პლატფორმა X-ზე წერს, რომ "თავდასხმა არის საშინელი შეტევა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ".
მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა არის საშინელი შეტევა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩემი ფიქრები ოჯახებთან და გერმანელ ხალხთანაა."- წერს პრეზიდენტი.
გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე, მანქანა ხალხში შევარდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა.