"ეუთო/ოდირმა ყველა სპეკულაციას წერტილი დაუსვა, ეს არჩევნები არალეგიტიმურია" - ვაშაძე
"ეუთო/ოდირმა ყველა სპეკულაციას წერტილი დაუსვა, ეს არჩევნები არალეგიტიმურია" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ახლა უკვე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნითაც არის შესაძლებელი იმის თქმა, რომ "საქართველოს თვითმარქვია რეჟიმი ჰყავს".
გიორგი ვაშაძე უმძიმესი დასკვნის შესახებ იზოლირებული პრემიერის პირველ კომენტარსაც გამოეხმაურა და ირაკლი კობახიძე "მსოფლიო მასშტაბის მატყუარად" გამოაცხადა.
ეუთო/ოდირმა ყველა სპეკულაციას დაუსვა წერტილი. ეს არჩევნები არალეგიტიმურია. თავად ამ საკითხის დასმა ძალიან ფართომასშტაბიან დოკუმენტში და ხალხისთვის ამ საკითხის მინდობა, ცალსახად მიუთითებს მათ პოზიციას. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, მსოფლიო მასშტაბის მატყუარაა ეს კაცი და მისგან ტყუილი აღარავის უკვირს. თქვენ ნახავთ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მყარ და მკაფიო მოთხოვნას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე. დღეიდან ეუთო/ოდირის დასკვნითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ჰყავს თვითმარქვია რეჟიმი და არჩევნები იყო არალეგიტიმური", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.
ამის პარალელურად, საქართველოს იზოლირებულმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პირველი კომენტარი გააკეთა. უმძმესი დასკვნის მოუხედავად, კობახიძემ დოკუმენტში ამოიკითხა, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.