ეუთო/ოდირის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნები არ პასუხობს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს - ბუჩუკური
ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნის ფონზე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური "პირველებთან" აცხადებს, რომ უმძიმეს ანგარიშში შავით თეთრზე წერია, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები დემოკრატიის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ყოფილი პრემიერის გუნდის წევრმა ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარიც შეაფასა და პირდაპირ თქვა, რომ "ე.წ. თვითმარქვია პრემიერის ვერანაირი ისტერიკული ბრიფინგები დაძრულ ყინულს ვერ გააჩერებს".
სამართლებრივი მექანიზმების არაქმედითობა. ანუ, ფაქტობრივად, ვერ ვიყენებდით ვერც მოქალაქეები და ვერც პოლიტიკური პარტიები ამ სამართლებრივ მექანიზმებს. ერთობლიობაში პირდაპირ წერია შავით თეთრზე, რომ ეს არჩევნები არ პასუხობს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. ეს არჩევნები არც სამართლიანია და არც თავისუფალი. ე.წ. თვითმარქვია პრემიერის ვერანაირი ისტერიკული ბრიფინგები ამ დაძრულ ყინულს ნამდვილად ვერ გააჩერებს", - ამბობს ანა ბუჩუკური.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.
ამის პარალელურად, საქართველოს იზოლირებულმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პირველი კომენტარი გააკეთა. უმძმესი დასკვნის მოუხედავად, კობახიძემ დოკუმენტში ამოიკითხა, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.