"კარგად ჩანს, ვის აქვს პრობლემა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის" - ჯანელიძე კობახიძეზე

21.12.24 13:18
"კარგად ჩანს, ვის აქვს პრობლემა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის" - ჯანელიძე კობახიძეზე

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნაში ეწერა, რომ არჩევნები თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, ასეთი დასკვნა კი 2024 წლის ანგარიშში არ არსებობს, რაც, ფაქტობრივად, არჩევნების არაღიარებას ნიშნავს" - ამის შესახე პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებასაც ეხმაურება და წერს, "კარგად ჩანს, ვის აქვს პრობლემა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის".

მარტივად რომ ავხსნათ ეუთო/ოდირის დასკვნა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნაში (თანდართულია ფოტო), მიუხედავად მრავალი დარღვევისა, ეწერა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ასეთი დასკვნა არ არსებობს 2024 წლის ანგარიშში, რაც ფაქტიურად ნიშნავს არჩევნების არ აღიარებას.

პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი არაფერია ნახსენები დასკვნაში, კობახიძემ ასეთი შინაარსი გამოიტანა (თანდართულია ფოტო). კარგად ჩანს, ვის აქვს პრობლემა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის, კობახიძეს თუ საზოგადოებას". - წერს პაპუნა ჯანელიძე.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. 

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

ამის პარალელურად, საქართველოს იზოლირებულმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პირველი კომენტარი გააკეთა. უმძმესი დასკვნის მოუხედავად, კობახიძემ დოკუმენტში ამოიკითხა, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები