"ეუთოს დასკვნამ საბოლოო ბეჭედი დაუსვა იმას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლიდან" - ნაცვლიშვილი
"ეუთოს დასკვნამ საბოლოო ბეჭედი დაუსვა იმას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლიდან" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრამდე განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში დასტურია იმისა, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები არც კონსტიტუციისა და არც საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა.
ეუთოს დასკვნამ საბოლოო ბეჭედი დაუსვა იმას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლიდან და ეს არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი. მან უნდა მისცეს შესაძლებლობა ქართველ ხალხს, რომ დაშინების, ზეწოლის, გაყალბების გარეშე შეძლოს თავისუფალი არჩევანი გააკეთოს. ეს დასკვნა კიდევ უფრო მყარი დასტურია იმისა, რომ არჩევნები არ ჩატარებულა არც კონსტიტუციისა და არც საერთაშორისო სტანდარტების დაცვით", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ამ წუთებში ყურადღების ცენტრშია ათონელის საპრეზიდენტო სასახლე - პრეზიდენტი ოპოზიციონერ პოლიტიკებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
დახურულ კარს მიღმა მიმდინარე აუდიენციის მთავარი თემა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული უმწვავესი ანგარიში იქნება.