კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა - პრეზიდენტი ბრძოლის ახალ ეტაპზე საუბრობს

21.12.24 18:20
კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა - პრეზიდენტი ბრძოლის ახალ ეტაპზე საუბრობს

კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა  - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როცა ნდობა არ არსებობოს არჩევნების, როცა ნდობა არ არსებობს ხელისუფლების, როცა ხელისუფლება ტყუილებზეა გადასული, ეს ნიშნავს რომ ყველაფერი დამთავარებულია და ერთადერთი გზა ახალი აღჩევნების გზააა". - განაცხადა პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ. 

ზურაბიშვილის თქმით, ისინი პროტესტის  ახალ ეტაპზე გადადიან: 

ჩვენ გადავდივართ ყველანი ერთად ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნის, რასაც ჰქვია ახალი არჩევნების დანიშვნა. ამ პირობებში არ შეიძლება, რომ იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი, სხვა ნამდვილი გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ არა არჩევნების დანიშვნა. ყველა ქვეყანაში, რომელსაც გამოუვლია ასეთი კრიზისი, ყველამ იცის, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი. არ არსებობს ისტორიაში თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი, რომ გამოხვიდე კრიზისიდან. როდესაც ნდობა არ არსებობს არჩევნების, როდესაც ნდობა არსებობს ხელისუფლების, როდესაც ხელისუფლება გადასულია ტყუილებზე იმისათვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრებულია"- თქვა მან.

მსგავსი სიახლეები