მზად ვარ, ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხზე ივანიშვილს შევხვდე - პრეზიდენტი
პრეზიდენტი მზადაა ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხზე ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და უნდა დანიშნოს ხელახალი არჩევნები.
ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან რომ ვაიძულოთ ივანიშვილი, მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები. მე პირადად მზად ვარ რომ შევხვდე მას. მე ვიცი, რომ გარედან ბევრი იქნება მზად, რომ ჩამოვიდეს და მასზე ზეწოლა განახორციელოს. მე ხვალ ვიქნები პარლამენტთან, 9 საათზე გამოვალ სიტყვით, იმ ადამიანებთან რომლებიც ამდენი დღეა ქუჩაში არიან, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ის, რომ ახალი არჩევნენის გარეშე არაფერი იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.