საქართველომ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით შეშფოთებებზე რეაგირება უნდა მოახდინოს - ფიშერი

23.12.24 10:12
საქართველომ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით შეშფოთებებზე რეაგირება უნდა მოახდინოს - ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი  ეუთოს მიერ ვენის (ადამიანური განზომილების) მექანიზმის გაააქტიურებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ “საქართველომ რეაგირება უნდა იქონიოს შეშფოთებებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.“

ფიშერი მიიჩნევს, რომ “ეს არის ყველა სახელმწიფოს ლეგიტიმური შეშფოთების საკითხი და არ წარმოადგენს შიდა საქმეს.“

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველომ რეაგირება უნდა მოახდინოს შეშფოთებებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. ეს არის საკითხები, რომლებიც ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს ყველა სახელმწიფოში და არა შიდა საქმე. ეუთო-ში ჩვენ ვთანხმდებით: უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გარეშე“, - წერს ფიშერი.

20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ვენის მექანიზმი გაააქტიურა.

მსგავსი სიახლეები