პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციას ელოდება - ცნობილია, კონკრეტული გეგმა, რაზე იმსჯელებენ შეხვედრაზე
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს ორბელიანის სასახლეში ელოდება. დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი იქნება - ახალი არჩევნების თარიღის შეთანხმება.
ზურაბიშვილი საპრეზიდენტო სასახლეში ელოდება ოპოზიციასაც-შეხვედრის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა ცნობილია, რა კონკრეტულ გეგმაზე იმსჯელებენ მხარეები. მიზანი ყველასთვის ერთია: ახალი არჩევნების ჩანიშვნა.
ყველა მხარე თანხმდება, რომ ახალა კონკრეტული გადაწყვეტილებებია მასაღები და ლაპარაკის დრო აღარაა.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე დაბარება ერთადერთი სწორი გამოსავალია ამ შექმნილ სიტუაციაში.
ვიკრიბებით პრეზიდენტთან, იქნება კონკრეტული გეგმა განხილული, ამ გეგმის მიზანი ერთია- ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, უკლებლივ ყველა. პრეზიდენტმა მოიწვია ივანიშვილი, ადამიანი, რომელიც რეალურად მართავს ქვეყანას, რათა ჩაინიშნოს კონკრეტული თარიღი, ვფიქრობ, ეს არის სწორი გამოსავალი ამ შექმნილ სიტუაციაში. არ დამთავრდება ეს ყველაფერი სანამ, ვიდრე საქართველო ახალ არჩევნებს არ მიღწევს, ამ ქვეყანას სხვა გამოსავალი არ გააჩნია, ამ ტყუილში ჩვენი ქვეყანა ვერ იცხოვრებს, მოპარული არჩევნებით, არალეგიტიმური მთავრობით და რაც მთავარია ე.წ. მაგნიტსკის სიით მთავრობის წევრების ქვეშ ვერ განვითარდება, არავინ დაემორჩილება ადამიანებს, რომლებიც არიან დასანქცირებული აპრტნიორების მხრიდან“, - ამბობს ხაზარაძე.
ივანიშვილის შეხვედრაზე მისვლის იმედი არ აქვს კოალიცია „ცვლიელებებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას. მისი თქმით, ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ლაპარაკის, სხვადასხვა ტიპის ფორმატების თუ რეფორმები.ს
ოპტიმისტი არ ვარ, ივანიშვილი ამას არ იზამს, ამ ყველაფრის შემდეგ კი, რა ნაბიჯს გადადგამს პრეზიდენტი, მისი გადასაწყვეტია. მე გამოსავლად ხელახალი არჩევნები და წინმსწრებად პარლამენტის დათხოვნა მიმაჩნია. ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა, ახლა ლაპარაკის, სხვადასხვა ტიპის ფორმატების თუ რეფორმების დრო არ არის. სამშობლოს მკაფიო და მყარი გადაწყვეტილებები სჭირდება. პროტესტი შესანიშანავად მიმდინარეობს, მაგრამ პოლიტიკურ ცვლილებებს პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება, - ამბობს ნიკა გვარამია.
მე არ მაქვს ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და მათი გუნდის წევრების გონივრულობის იმედი,- აცხადებს თამარ კორძაია და ამბობს, რომ “მათი ძალაუფლება შიშზე დგას.“
მე არ მაქვს ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და მათი გუნდის წევრების გონივრულობის იმედი, რადგან ყოველ ნაბიჯზე ისინი ერთ რამეს ადასტურებენ, მათი ძალაუფლება დგას შიშზე და ჰგონიათ სხვასაც დააშინებენ. სინამდვილეში საქართველო, როგორც სახელმწიფო დღეს ყალიბდება, სწორედ ამ საზოგადოების მიერ, რომლებიც დგანან რუსთაველზე, რადგან ისინი არა შიშით, არამედ კონსტიტუციური ღირებულებებით ყალიბდება, - განაცხადა კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ივანიშვილს სასახლეში ელოდება.
მთავარსარდალი ამბობს, რომ მზადაა, მასთან ერთად ახალი არჩევნების თარიღი დანიშნოს.
პრეზიდენტის აზრით, არჩევნების დანიშვნის რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა იყოს შეთანხმებული.