შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი იქნება ახალი არჩევნების მომზადება - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი იქნება ახალი არჩევნების მომზადება.
ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ცნობით, მაღალი ალბათობით, 24 დეკემბერს დოკუმენტი იქნება მზად, რომელიც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის ყველა პირობას აღწერს.
შეიქმნება ისევე საბჭო, იმისთვის რომ ვმართოთ ეს პერიოდი. ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი, ეს იქნება მომზადება ახალი არჩევნების. უკვე მზადდება და ხვალ ალბათ იქნება მზად დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა იმ პირობებს, რომელიც არის მინიმალური პირობები იმისთვის, რომ არჩევნები ძალიან მალე ჩატარდეს და მერე იქნება მუშაობა იმისთვის, რომ ყველა კუთხით, ყველა შესაძლო მიმართულებით, ყველამ ერთად მოვითხოვოთ და მოვამზადოთ და თვითონაც ვიყოთ მზად, რადგან ეს ახალი არჩევნები ნამდვილად იქნება ახალი არჩევნები. ალბათ გამოჩნდებიან ახალი ძალები და ამ ყველაფრისას უნდა ვიყოთ მზად." განაცხადა პრეზიდენტმა.