კახა კალაძე თბილისში კადიროვთან დაახლოებულ MMA მებრძოლს შეხვდა

24.12.24 10:08
კახა კალაძე თბილისში  კადიროვთან დაახლოებულ MMA მებრძოლს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისში MMA მებრძოლს, კადიროვთან დაახლოებულხამზატ ჩიმაევს შეხვდა.

 „საქართველო მადლობა თბილი მიღებისთვის” - დაწერა ხამზატ ჩიმაევმა „ინსტაგრამზე” და კახა კალაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. 

კალაძის გარდა, ხამზატ ჩიმაევი  „ქართული ოცნების“ წევრს, გენო პეტრიაშვილსაც შეხვდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კახა კალაძე UFC-ის ჩემპიონებს ხვდება.

2024 წლის ზაფხულში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშების პარალელურად, კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ბიძინა ივანიშვილის უმცროს ვაჟთან, ცოტნე ივანიშვილთან ერთად შეხვდა ხაბიბ ნურმაგომედოვს.

ხამზატ ჩიმაევს ჩეჩნეთის პუტინისტ ლიდერთან, რამზან კადიროვთანაც ხშირად პოზირებს და მას  „უფროს ძმას” უწოდებს. 

„სწორედ მისი წყალობით და ყოვლისშემძლის ნებით ჩემი კარიერა განახლდა და მეორე სუნთქვა შეიძინა, როცა ჩემთვის ყველაზე რთულ მომენტში მან სახლში მიმიყვანა, დამელაპარაკა, მომცა ღირებული რჩევები და აღმომიჩინა ყველანაირი შესაძლო მხარდაჭერა, ყურადღება და დახმარება და ამის გაკეთებას აგრძელებს”. – წერდა ჩიმაევი კადიროვის დაბადების დღეზე.

მსგავსი სიახლეები