კალაძე ადასტურებს, რომ კადიროვის საძმოს წევრი მისი მეგობარია

24.12.24 14:43
კალაძე ადასტურებს, რომ კადიროვის საძმოს წევრი მისი მეგობარია

კახი კალაძე ადასტურებს რომ ე.წ. კადიროველი ხამზად ჩიმაევი მისი მეგობარია. თბილისის მერი არ ამხელს, რა მისიით იმყოფებოა არაერთ სკანდალში გახვეული სპორტმენი თბილსში, თუმცა ვერ უარყოფს რომ შეხვდა და უმასპინძლა კიდეც. სანქცირებული მერი პრობლემას თბილსში კადიროველების ვიზიტებში ვერ ხედავს და აანონსებს, რომ ჩიმაევის გარდა თბილისში რამზან კადიროვის გარმოცვიის სხვა წევრებსაც ელოდება. 

ხამზატ ჩიმაევი არის მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენი. მე მასთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მიხარია, რომ ზოგადად ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს ქვეყანას. მიზანი არაფერი, უბრალოდ ტურისტულად ჩამოვიდა საქართველოში და მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა. 

ჩვენ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ვმეგობრობთ. მე არ ვმეგობრობ ადამიანთან პოლიტიკური შეხედულებების გამო. მყავს მეგობრები თუნდაც ქვეყნის შიგნით, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი, მე ვინმესთან ვიმეგორბო თუ არ ვიმეგობრო", - აცხადებს კალაძე. 

ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს, რამდენად ახლობელია ჩეჩნეთის მეთაურისთვის მებრძოლი, რომელმაც საქართველოში რამდენიმე დღე გაატარა და "ოცნების" წარმომადგენლებს ხვდებოდა. არსებობს ფოტო და ვიდეო მასალა კადიროვთან ერთად შეხვედრის, ქორწილში ყოფნის. ასევე, არსებობს ვიდეო, სადაც თავად მიმართავს სპორტსმენი ხამზად ჩიმაევი კადრიოვს და პალესტინაში ბრძოლის ნებართვას სთხოვს. 

ცნობისთვის, თბილისის მერის, კახა კალაძე და MMA მებრძოლს, კადიროვთან დაახლოებულ ხამზატ ჩიმაევს თბილისში შეხვედრის ფოტოები გუშინ გავრცელდა. კალაძის გარდა, ხამზატ ჩიმაევი  „ქართული ოცნების“ წევრს, გენო პეტრიაშვილს და ლაშა ბექაურსაც შეხვდა.

ეს არ არის პირველ შემთხვევა, 2024 წლის ზაფხულში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშების პარალელურად, კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ბიძინა ივანიშვილის უმცროს ვაჟთან, ცოტნე ივანიშვილთან ერთად კადიროვის კიდევ ერთ გარემოცვის წევრს, ხაბიბ ნურმაგომედოვსაც შეხვდა.

მსგავსი სიახლეები