კალაძეს იმედი აქვს, რომ "ოცნების" მიერ გამოგონილ "Deep State-ს ტრამპი დაამარცხებს"
ტრამპის თანაგუნდელებისგან დაანონსებული სანქციების მიუხედავად, კახა კალაძე შტატებთან ურთიერთობის დალაგების იმედს არ კარგავს.
თბილისის მერი ამბობს, რომ დაანონსებული სანქციები არაფერს ნიშნავს და რომ, "ოცნების" მიერ გამოგონილ "Deep State-ს დონალდ ტრამპი დაამარცხებს".
თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმ განცხადებებით, რაც ტრამპის მხრიდან მოვისმინეთ, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ „დიფსთეითი“ დაამარცხოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამაზე ბოლოო თვეების განმავლობაში ღიად ვსაუბრობდით და საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. თუ ის შეძლებას ამის დამარცხებას, ეს ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია", - აცხადებს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის თანაგუნდელმა, სენატორმა როჯერ ვიკერმა ბაიდენის ადმინისტრაცია მოუწოდა, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს და ირაკლი კობახიძეს.
ასევე ნახეთ: