მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაუწესოს სანქციები ივანიშვილს, კალაძეს და კობახიძეს - სენატორი ვიკერი
სენატორი როჯერ ვიკერი მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს და ირაკლი კობახიძეს.
ვიკერის კომენტარს ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
„ვიტყოდი, რომ აშშ-მა უფრო გაბედული და დროული გადაწყვეტილება უნდა აჩვენოს. ასეთ დროს ნახევარი ზომები მცდარი „მესიჯია“. მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს და ირაკლი კობახიძეს. საქართველო არის თავისუფლებამოყვარული ხალხის სახლი. ისინი ოდესღაც რუსეთის გავლენის ქვეშ იყვნენ, მაგრამ ახლა წარსულში დაბრუნება არ სურთ", - ამბობს ვიკერი.