კაზინოების შესახებ კანონის მიღების შემდეგ საპატრიარქოში შეხვედრა ჩაინიშნა

28.10.26 17:15
კაზინოების შესახებ კანონის მიღების შემდეგ საპატრიარქოში შეხვედრა ჩაინიშნა

სამორინეების კანონთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა ჩაინიშნა. საკითხზე სინოდის წევრები 30 ოქტომბერს იმსჯელებენ. საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო და რომლითაც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების ორგანიზების უფლება ენიჭებათ. 

აღნიშნულს გარკვეული სასულიერო პირების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები უკვე მოჰყვა. კანონს ეწინააღმდეგება ომბუდსმენიც. 

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორი კლუბის მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება, თუ დაკმაყოფილდება ორი მთავარი პირობა:

  • მონაწილეთა არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება (თავდაპირველი პროექტით განსაზღვრული 70%-იანი ზღვარი გაიზარდა);

  • საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

მმართველი გუნდის განმარტებით, ტურნირები წინასწარ შედგენილი სიითა და მკაცრად განსაზღვრული რეგლამენტით ჩატარდება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ეს პროცესი ფაქტობრივად სპორტული ტურნირის ანალოგიურია.

მსგავსი სიახლეები