ხმაური საკონსტიტუციოსთან - სხდომიდან გამოსულ "ოცნების" დეპუტატებს მოქალაქეებმა "მონები" ეძახეს

28.10.26 19:45
ხმაური საკონსტიტუციოსთან - სხდომიდან გამოსულ "ოცნების" დეპუტატებს მოქალაქეებმა "მონები" ეძახეს

 

 

ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოსთან - სხდომიდან გამოსულ "ოცნების" დეპუტატებს მოქალაქეების საპროტესტო შეძახილების მოსმენა მოუწიათ.

„მონებო“ - ამ სიტყვას ეძახდა ადგილზე შეკრებილი ხალხი ივანიშვილის გუნდის წევრებს.

სარჩელის ავტორებმა სასამართლო ისე დატოვეს, რომ ხალხისთვის პასუხი არ გაუციათ. 

"ხალხო, ამაზე მეტი საშინელება რა უდნა იყოს. მარტო პარტიებს კი არ კრძალავენ, გვკრძალავენ ჩვენც. 37 -იან წლებში ხალხს ხვრეტნენ, ჩვენ ფიზიკურად ვერ გვანადგურებენ, მაგრამ  გვანადგურებენ ვირტუალურად", - ამბობს პროტესტის მონაწილე.

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 29 ოქტომბერს 11:00 საათზე განახლდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და ხვალ პროცესი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ახსნა-განმარტებები მოისმინეს.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

  • საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

 

მსგავსი სიახლეები