გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს ნია იმნაძის მასწავლებელმა
დღეს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პროცესი ჩატარდა, რა დროსაც ნია იმნაძის მასწავლებელი გამოკითხეს.
პროკურორ ქეთი სონიძის თქმით, მასწავლებელმა თქვა, რომ ნია იმნაძეს მისთვის გიგა ავალიანის შესახებ ნაამბობი ჰქონდა, ასევე დასძინა ისიც, რომ დედამისი (თამარ ნავროზაშვილი) ავალიანის ქცევაში საფრთხეს ვერ ხედავდა.
მოსწავლემ უთხრა მას, რომ აღნიშნული ინფორმაცია იცოდა დედიკომაც, თამარ ნავროზაშვილმა, რომელსაც რომ ჰქონოდა მსგავსი რეალური შიშის საფუძველი და ბავშვი ნამდვილად ყოფილიყო შევიწროების მსხვერპლი, ბუნებრივია ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნებოდა". - განაცხადა ქეთი სონიძემ.
სხდომის დასრულების შემდეგ მოწმის ჩვენების შესახებ მედიასთან ნია ადვოკატის ადვოკატმაც ისაუბრა:
ქალბატონი ლაურას ჩვენებით დადასტურდა ნია იმნაძის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნია იმნაძემ მასწავლებელს გაანდო ის ინფორმაცია, თუ რა ფორმით და რა დამოკიდებულებას იჩენდა გარდაცვლილი გიგა ავალიანი არასრულწლოვნის მიმართ.
ნიამ არაფერი იცოდა არც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არც სკოლამ და არ არავინ, რომ ვინმე რაიმე დაჯგუფების წევრი იყო, შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ ნია იცოდა რაიმე სახის დანაშაულთან დაკავშირებით, ეს არის ტყუილი და ეს დღევანდელ სხდომაზეც დადასტურდა.
ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და შესწავლილ უნდა იქნას გიგა ავალიანი მობილური ტელეფონი, რადგან არსებობს დიდი ინტერესი მასში არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. გიგა ავალიანის ტელეფონის გასნის ინტერესი რა თქმა უნდა გვაქვს დაცვის მხარეს", -განაცხადა გიორგი ლეკიშვილმა.
ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან - დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ "ზედმეტ ყურადღებას იჩენდა", რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.
პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.