ხმაური სასამართლოსთან - ბრალდებული ნია იმნაძის დედა საქმის პროკურორს დაუპირისპირდა
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ბრალდებით დაკავებული ნია იმნაძის დედა საქმის პროკურორს, ქეთი სონიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა და ტყუილში დაადანაშაულა.
კონფლიქტი იმ დროს დაიწყო, როცა პროკურორი სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებდა.
ნია იმნაძის დედამ, თამარ ნავროზაშვილმა მას ინტერვიუ გააწყვეტინა და უთხრა, რომ მისი შვილი უკანონოდ ჰყავს დაჭერილი.
გულწრფელად მითხარი გთხოვ, როგროც დედამ დედას, საერთდო არ გრცხვენია რა ბრალზე გაქვს ხელი მოწერილი? ერთადერთ რაღაცას გეტყვი - ღმერთი იხედება მაღლიდან, ბუმერანგაი ეს ცხოვრება და არ იცი, როდის ვის რა დაუბრუნდება. ერთადერთ რაღაცას გისურვებ და აი იმ ნიასგან გეუბნები, ღმერთს გეფიცები, შენზე ლოცულობს ნია, რომ ღმერთმა მოგიტევოს. შენ ძალიან კარგად იცი, რომ ნია უდანაშაულოდ გყავს დაჭერილი", - უთხრა ნია იმნაძის დედამ პროკურორს.
დღეს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პროცესი ჩატარდა, რა დროსაც ნია იმნაძის მასწავლებლები გამოკითხეს.
ნია იმნაძის დედასთან მომხდარ ინციდენტამდე ქეთი სონიძე მედიასთან სწორედ მასწაავლებლის ჩვენების შესახებ საუბრობდა.
მოსწავლემ უთხრა მას, რომ აღნიშნული ინფორმაცია იცოდა დედიკომაც, თამარ ნავროზაშვილმა, რომელსაც რომ ჰქონოდა მსგავსი რეალური შიშის საფუძველი და ბავშვი ნამდვილად ყოფილიყო შევიწროების მსხვერპლი, ბუნებრივია ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნებოდა". - განაცხადა ქეთი სონიძემ.
სხდომის დასრულების შემდეგ მოწმის ჩვენების შესახებ მედიასთან ნია ადვოკატის ადვოკატმაც ისაუბრა:
ქალბატონი ლაურას ჩვენებით დადასტურდა ნია იმნაძის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნია იმნაძემ მასწავლებელს გაანდო ის ინფორმაცია, თუ რა ფორმით და რა დამოკიდებულებას იჩენდა გარდაცვლილი გიგა ავალიანი არასრულწლოვნის მიმართ.
ნიამ არაფერი იცოდა არც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არც სკოლამ და არ არავინ, რომ ვინმე რაიმე დაჯგუფების წევრი იყო, შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ ნია იცოდა რაიმე სახის დანაშაულთან დაკავშირებით, ეს არის ტყუილი და ეს დღევანდელ სხდომაზეც დადასტურდა.
ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და შესწავლილ უნდა იქნას გიგა ავალიანი მობილური ტელეფონი, რადგან არსებობს დიდი ინტერესი მასში არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. გიგა ავალიანის ტელეფონის გასნის ინტერესი რა თქმა უნდა გვაქვს დაცვის მხარეს", -განაცხადა გიორგი ლეკიშვილმა.
- ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან - დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ "ზედმეტ ყურადღებას იჩენდა", რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.
პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.