თბილისში ცნობილი რესტორანი კრიტიკული შეუსაბამობის გამო ხელმეორედ დაჯარიმდა

28.10.26 16:48
თბილისში ცნობილი რესტორანი კრიტიკული შეუსაბამობის გამო ხელმეორედ დაჯარიმდა

შპს "არქეი რესთორანთ" რესტორანში განმეორებით დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარით და შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა როგორც დედაქალაქში, ისე იმერეთის რეგიონში.  

იხილეთ ვრცლად:

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ბაღდათში  კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა დედაქალაქსა და იმერეთის რეგიონში.  

სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შეამოწმეს:
შპს "არქეი რესთორანთ" 02 (ს/კ 432554684; მის: თბილისი, ვაჟა- ფშაველას 6). რესტორანში განმეორებით დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები,  რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარით და შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი.

ინდ. მეწარმე  მ. შ. (მის. ბაღდათი, სოფ. დიდველა 1- ლი ქ. #150) ყველს აწარმოებდა არალეგალურად, რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე; იმერეთის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა დააფიქსირეს ასევე კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც  ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა და საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა აწარმოონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები" - წერია განცხადებაში.