ვისაუბრეთ, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და გამოირიცხოს ის უმსგავსობები, რაც 26 ოქტომბერს ვიხილეთ - ჯაფარიძე

24.12.24 19:42
ვისაუბრეთ, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და გამოირიცხოს ის უმსგავსობები, რაც 26 ოქტომბერს ვიხილეთ - ჯაფარიძე

“პრეზიდენტთან ერთად ვმსჯელობთ იმაზე, როგორ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ ახალი არჩევნები უზურუნველყოფილი იყოს“, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა,ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სასარგებლო საუბარი შედგა იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩატარდეს ახალი არჩევნები.

“პრეზიდენტმა ივანიშვილთან დიალოგისთვის მზაობა კიდევ ერთხელ განაცხადა, რათა მოხდეს შეთანხმება ახალა არჩევნებთან დაკავშირებით“, - დასძინა მან.

გვქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, იმისთვის, რომ გამოირიციხოს ის უმსგავსობები, რაც ჩვენ 26 ოქტომბერს ვიხილეთ.

პრეზიდენტთან ერთად ვმსჯელობთ იმაზე, როგორ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ ახალი არჩევნები უზურუნველყოფილი იყოს. პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილთან დიალოგისთვის მზაობა განაცხადა, რათა მოხდეს შეთანხმება ახალა არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯაფარიძემ

პრეზიდენტთან ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, “მიმდინარეობს მუშაობა იმ პრინციპულ საკითხებზე, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.“

პრეზიდენტთან შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ. შეხვედრა რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები