მორიგი თავდასხმა ჟურნალისტებზე - ტვ პირველის ოპერატორს ავტომობილი დააჯახეს

07.09.21 13:01
მორიგი თავდასხმა ჟურნალისტებზე - ტვ პირველის ოპერატორს ავტომობილი დააჯახეს

ნარკორელიზაციაში ბრალდებული ოჯახის წევრები ფონიჭალაში ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულია „ტვ პირველის" ოპერატორი ლევან ბრეგგვაძე. მას ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ალი ჰუსეინოვის ახლობლებმა ავტომობილი განზრახ შეაჯახეს. ასევე სხვადასხვა დაზიანება მიაყენეს და არხის კუთვნილი ტექნიკა დააზიანეს.

ჩვენი ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს იმ ავტომობილის სანომრე ნიშნები, საიდანაც განზრახ შეჯახება განხორციელდა, თუმცა ამ დრომდე  გომელაურის უწყებას ამ საქმეზე დაკავებული არ ჰყავს.

"პირველების" ოპერატორი ამ წუთებში კლინიკაშია გადაყვანილი და მას გამოკვლევები უტარდება. 

თავდასხმა ფონიჭალაში მოხდა, მაშინ როცა ჟურნალისტები სპეცოპერაციას აშუქებდნენ. სპეცოპერაციის შედეგად ფონიჭალაში 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. დაკავებულებს ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავებიან.  მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნარკორეალიზაციის ფაქტზე სპეცოპერაციები რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. სულ დაკავებულია 23 ადამიანი.