განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა-გასაღება - დაკავებულია 21 პირი

07.09.21 11:00
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა-გასაღება  - დაკავებულია 21  პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში 21 პირი დააკავა. მათ შორის 18 - ნარკორეალიზაციისთვის. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი  არასრულწლოვანია. 

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა-გასაღებაში ედებათ. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციის მიერ დაკავებული 3 პირი სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ", - აცხადებენ შსს-ში.

ერთ-ერთი დაკავებულის მამა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და გამოძიებას არ ენდობიან.

გამოძიება სსკ-ს  260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლებას ითვალისწინებს. 

 

მსგავსი სიახლეები