საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს ახალი წელი რუსული დროშით მიულოცა

25.12.24 14:18
საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს ახალი წელი რუსული დროშით მიულოცა

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს ახალი წელი რუსული დროშით მიულოც ა, ფაქტის ამსახველი “სქრინი” “აჭარა თაიმსმა” მოიპოვა. საახალწლო მილოცვა აკადემიაში დასაქმებულებს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მეილიდან მიუვიდათ.

ფაქტი “აჭარა თაიმსთან" საზღვაო აკადემიის რექტორმა დაადასტურა, თუმცა გამოცემის ცნობით, მურთაზ დევაძემ აღნიშნა, რომ თანამშრომელს შეცდომა მოუვიდა, რაზეც მკაცრი რეაგირების მოხდენას არ აპირებს.

“უქმე დღეებთან დაკავშირებით გააგზავნა ეიჩარმა მეილი და თან მიაყოლა გუგლიდან აღებული ფოტო. არ დააკვირდა როგორც ჩანს, ბევრმა შეამჩნია და უთხრეს ეს რა გააკეთეო?! მეილი უკვე გამოიწვია, წაშალა. მეცოდება ახლა თვითონაც, მაგრამ რა ვქნა,” - თქვა საზღვაო აკადემიის რექტორმა, მურთაზ დევაძემ.