"ქალები დიდ იმედს წარმოადგენენ მომავლისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის" - პრეზიდენტის მიმართვა
ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან მყოფ ქალებს სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტი ქალების მარშზე გამოვიდა და აქციის მონაწილეებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
ქალები არიან ყველაზე მაგარი ამ ქვეყანაში და ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ ამ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის, მომავლისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის" - თქვა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სიტყვით გამოსვლისას.
ქვეყანაში პროტესტის 28-ე დღეა - მთავარ მოთხოვნად რეჟიმის პატიმრების გათავსიუფლება და ხელახალი არჩევნები რჩება.
ფოტო: MOSE
მსგავსი სიახლეები
28.10.26 14:37
თენგო თევზაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს
ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა