''პრეზიდენტთან შეიქმნა კოალიციური საბჭო, რომელიც ყოველდღიურ გეგმებზე იმსჯელებს ''- ბადრი ჯაფარიძე

25.12.24 19:46
''პრეზიდენტთან შეიქმნა კოალიციური საბჭო, რომელიც ყოველდღიურ გეგმებზე იმსჯელებს ''- ბადრი ჯაფარიძე

ორბელიანების სასახლეში ოპოზიციონერი ლიდერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და ახალი არჩევნების დანიშვნაა. 

როგორც ''ძლიერი საქართველოს'' ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, პრეზიდენტთან შეიქნა კოალიციური საბჭო, რომელიც ყოველდღიურ გეგმებზე იმსჯელებს .

ახლა გვექნება შეხვედრა პრეზიდენტთან, შეიქმნა მასთან კოალიციური საბჭო, რომელიც იმსჯელებს ყოველდღიურ გეგმებზე. პოლიტიკური აქტორები უკვე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ, სრულიად იზოლირებულია ეს ძალა, მარტოა ე.წ. პარლამენტში, მარტოა გარე სამყაროსთვის დარჩენილი. ამ იზოლაციაში ძალიან დიდი როლი შეასრულა სწორედ პოლიტიკური პარტიების ძალისხმევამ. ამას ჩვენ გავაგრძელებთ და მინდა ვთქვა, რომ დადებითი შედეგი მოიტანა ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურმა ბრძოლამ და მშვიდობიანმა პროტესტმა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, 23 დეკემბერს ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა განაცხადა, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი იქნება ახალი არჩევნების მომზადება.